ლებრონ ჯეიმსი დონჩიჩზე: ლუკა უმაღლესი კლასის მოთამაშეა
NBA-ს ვარსკვლავი, ლებრონ ჯეიმსი, „ლოს ანჯელეს ლეიკერსში“ ლუკა დონჩიჩის გადასვლას გამოეხმაურა.
სლოვენიელი გუნდს რამდენიმე დღის წინ შეუერთდა.
„ლუკა უმაღლესი კლასის მოთამაშეა. ის სულ რაღაც 25 წლისაა. მას ჯერ თავისი პიკისთვისაც კი არ მიუღწევია და უკვე მოახერხა არაჩვეულებრივი თამაშის ჩვენება ჩვენს ლიგაში. მიხარია, რომ ის ჩვენთანაა, ლოს-ანჯელესში. სიმართლე გითხრათ, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არარეალური მგონია“, - თქვა ლებრონმა.
შეგახსენებთ, რომ NBA-ში სენსაციური გაცვლა 4 თებერვალს მოხდა - დონჩიჩი ლეიკერსში დალასიდან გადავიდა, ხოლო ლეიკერსიდან დალასში ენტონი დევისი.
დონჩიჩმა 7-წლიანი ამერიკული კარიერა „დალასში’’ გაატარა, მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატში 22 მატჩში საშუალოდ მის აქტივში 28,1 ქულა, 8,3 მოხსნა და 7,8 პასი იყო. ლუკა „დალასში’’ გადასვლამდე მადრიდის „რეალის'' წევრი იყო (2015-18).