„ვერაფრით გამაკვირვებს, პირველ ჩხუბში მსაჯები შეცდნენ“ | დოლიძე ვეტორიზე
UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის მებრძოლმა, რომან დოლიძემ მომდევნო მეტოქეზე ისაუბრა. მარტში, „კავკასიელი“ მარვინ ვეტორის დაუპირისპირდება და დოლიძე რევანშის ასაღებად ემზადება.
„ერთადერთი, რასაც UFC-ის ყოველთვის ვეუბნები, არის ის, რომ კარგი მეტოქეები მომცენ. ნებისმიერთან ჩხუბისთვის მზად ვარ და როცა მარვინი შემომთავაზეს, ბევრი არ მიფიქრია. ვეტორის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ჩვენს პირველ ბრძოლაში, მსაჯებმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს და ის ჩხუბი მე მოვიგე, რასაც მარტში დავამტკიცებ.
ვეტორი არის მებრძოლი, რომელიც ყველა ჩხუბში წინ მიდის, მაგრამ ჩემთან, წინ ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს. ყოველთვის უკან იხევდა და მეგონა, პირველიდან ბოლო წუთამდე, ვიგებდი, რის გამოც, ალბათ, მეტი არაფერი გამიკეთებია. ახლა განსხვავებული მებრძოლი ვარ და ვიცი, რა უნდა გავაკეთო. მინდა, ჩემპიონი გავხდე და მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ.
ვეტორი კარგი მებრძოლია. შესაძლოა, საკუთარ სტილში ცვლილებები შეიტანა, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვარ. მარვინი ძლიერია, მაგრამ მეც ძლიერი ვარ. კარგი დარტყმები აქვს, მეც კარგი დარტყმები მაქვს. სტრაიკერების პარტერში გადაყვანა უყვარს, სადაც არანაირი პრობლემა არ მაქვს. ასე რომ, ყველაფრისთვის მზად ვარ”.
შეგახსენებთ, რომ ვეტორისა და დოლიძის ჩხუბი თბილისის დროით, 16 მარტს გაიმართება და Fight night-ის მთავარი მოვლენა იქნება.