მერაბ დვალიშვილი, ალეშანდრე პანტოჟა
Aa
Aa

„მეორე ქამრის დასაკუთრება მინდა“ | პანტოჟას მიზანი ორი წონის ჩემპიონობაა

UFC-ის უმსუბუქესი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ალეშანდრე პანტოჟა მზადაა, სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში ავიდეს და მერაბ დვალიშვილთან იჩხუბოს. პანტოჟას მიზანი, მეორე საჩემპიონო ქამრის დასაკუთრებაა და ბრაზილიელი თვლის, რომ „მანქანასთან“ კარგი შანსი აქვს.

„მერაბთან ჩხუბი და მეორე ქამრის დასაკუთრება ძალიან მინდა. შანსი თუ მომეცა, ჩემთვის მშვენიერი იქნება. ეს იდეა ხალხმა ჩამაწვეთა და ვფიქრობ, ცუდი ვარიანტი ნამდვილად არაა. ჩემი აზრით, მერაბთან შანსი მექნება. აქამდე, შონ ომალისთან ჩხუბზე ვფიქრობდი, რადგან მან ჩემზე ცუდად ილაპარაკა, ახლა კი მერაბის ვარიანტს განვიხილავ.

მიმაჩნია, რომ დვალიშვილთან უკეთესი შანსი მექნება. კარგი გრეპლერი ვარ და ჩემი ჯიუ-ჯიცუც მომწონს. მერაბმა პარტერში რომ გადამიყვანოს, პრობლემები არ შემექმნება, რადგან ვიცი, როგორ ვიმოძრაო. ჩავნიშნოთ ეს ორთაბრძოლა ჩემს მშობლიურ ქალაქში და თვითმფრინავით მგზავრობაც არ მომიწევს. ეს მინდა და UFC-ს ამას აუცილებლად ვთხოვ“.

ცნობისთვის, პანტოჟას კარიერაში 34 ორთაბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 29 გამარჯვებაა. ბრაზილიელ მებრძოლს 2020 წლის შემდეგ არ წაუგია. ბოლოს იგი ასკარ ასკაროვმა დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დუბლინელმა მოკრივემ რწმენა შეიცვალა | რა უწოდა მას კონორ მაკგრეგორმა
დუბლინელმა მოკრივემ რწმენა შეიცვალა | რა უწოდა მას კონორ მაკგრეგორმა