ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარამ ნაპოლის ძალიან დიდი ზიანი მიაყენა“ - მაურიციო დე ჯოვანი

ცნობილი იტალიელი მწერალი და საფეხბურთო ექსპერტი მაურიციო დე ჯოვანი Kiss Kiss Napoli-ს ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ წასვლას გამოეხმაურა და ქართველი ფეხბურთელი გუნდის შუა სეზონში მიტოვების გამო გააკრიტიკა.

რას ამბობს დე ჯოვანი:

„წარმოუდგენელია, რომ გარნაჩო 20 წლის ასაკში ხელფასის სახით 5 მილიონს ითხოვს. ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა, ვინაიდან, მაგალითად, კარიმ ადეიემი მზად იყო, სეზონის ბოლოს „ნაპოლიში“ გადასულიყო.

შემაშფოთებელია, რომ „ნაპოლიმ“ რამდენიმე ფეხბურთელზე იმუშავა და ვერც ერთი ვერ დაიმატა. გუნდი დასუსტდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მიზნებისთვის ვეღარ იბრძოლებს. კვარას შემცვლელი ნერეშია, ახლა კი ნერეშის ალტერნატივა იყო მოსაძებნი“.

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიდან“ „პარი სენ-ჟერმენში“ 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. კვარას გაყიდვის შემდეგ „ნაპოლიმ“ რამდენიმე შემტევის თაობაზე მოლაპარაკებები გამართა, თუმცა საბოლოოდ „მილანიდან“ იჯარით ნოა ოკაფორი დაიმატა.

პარიზულ კლუბში კვარამ უკვე სამი მატჩი ჩაატარა - მის ანგარიშზე ერთი საგოლე გადაცემაა. მომდევნო მატჩს პარიზული კლუბი 8 თებერვალს, შინ, „მონაკოს“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 00:05 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ძალიან რთული თამაში მოვიგეთ | ლუის ენრიკე ლე მანთან გამარჯვებაზე
ძალიან რთული თამაში მოვიგეთ | ლუის ენრიკე ლე მანთან გამარჯვებაზე