Sofascore-მა კვარა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა
საფრანგეთის თასის მერვედფინალში პარი სენ ჟერმენი ლე მანს ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. ლუის ენრიკეს გუნდი ¼-ფინალში გავიდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ავტორიტეტულმა გამოცემა Sofascore-მა პარიზელთა ფეხბურთელები შეაფასა.
საინტერესო ის გახლავთ, რომ ყველაზე მაღალი შეფასება ხვიჩა კვარაცხელიამ დაიმსახურა და გამოცემის ვერსიით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
Sofascore:
საფონოვი(7.2), ზაგუ(6.7), ბერალდო(7.9), პაჩო(7.3), ერნანდესი(7.0), ლი(7.1), რუისი(7.5), მაიულუ(6.8), დუე(7.6), რამუში(7.0), კვარაცხელია (8.1), ბარკოლა(7.7), ვიტინია(6.8), კიმპემბე(6.5), ნუნო მენდეში(7.8), ჰაკიმი(7.0).
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია პარი სენ ჟერმენის ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ მესამედ მოხვდა. ჯერჯერობით ქართველ ფეხბურთელს სტატისტიკაში მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემა უფიქსირდება.