გიორგი გველესიანი, პერსეპოლისი, ალ ჰილალი
Aa
Aa

გველესიანმა ალ ჰილალს გაუტანა - პერსეპოლისი უშანსოდ დამარცხდა

აზიის ჩემპიონთა ლიგის მორიგ ტურში გიორგი გველესიანის პერსეპოლისი სტუმრად ალ ჰილალს დაუპირისპირდა და 1:4 დამარცხდა.

სამწუხაროდ, ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში არ მოგვევლინა და ის მხოლოდ მეორე ტაიმში გამოჩნდა მინდორზე.

აღსანიშნავია, რომ გიორგის გამოსვლამდე, პერსეპოლისმა პირველ ტაიმში 4 უპასუხო გოლი გაუშვა. მეორე ნახევარი კი ირანული გუნდისთვის გაცილებით უკეთესი გამოდგა. გოლი არ გაუშვა და პირიქით, აქეთ გაიტანა.

მატჩის ბოლო წუთზე, არაბული კლუბის კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა. ბურთთან სწორედ გველესიანი მივიდა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ პერსეპოლისს პლეი-ოფში გასვლის შანსი ჯერ კიდევ აქვს. ირანული გუნდი 7 ტურის შემდეგ, 6 ქულით მე-9 ადგილს იკავებს და მერვე ადგილზე მყოფ ესტეღლალს მხოლოდ ბურთების შეფარდებით ჩამორჩება.

პერსეპოლისს, რა თქმა უნდა, თეორიული შანსი აქვს, თუმცა ბოლო ტურში კრიშტიანუ რონალდუს ალ ნასრის მასპინძლობს და ფავორიტი არაბული კლუბია. აღნიშნული დაპირისპირება 17 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოთხ მატჩში 1 გაიტანა, 14 გაუშვა | ბათუმის დინამო კვლავ განადგურდა
ოთხ მატჩში 1 გაიტანა, 14 გაუშვა | ბათუმის დინამო კვლავ განადგურდა