ლუკა დონჩიჩი, ლოს ანჯელეს ლეიკერსი
Aa
Aa

“ვისურვებდი, რომ ახლა აქ კობი იყოს“ - ლეიკერსმა დონჩიჩი წარადგინა

როგორც მოგეხსენებათ, NBA-ში სენსაციური გაცვლა მოხდა. დალასიდან ლეიკერსში ლუკა დონჩიჩი გადავიდა, ხოლო ლეიკერსიდან დალასში ენტონი დევისი.

სულ ცოტა ხნის წინ, ლოს-ანჯელესურმა გუნდმა სლოვენიელი კალათბურთელი წარადგინა. როგორც აღმოჩნდა, ლუკა ახალ კლუბში 77-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

წარდგენის შემდეგ, დონჩიჩმა საკმაოდ ემოციური კომენტარი გააკეთა: „ვისურვებდი, რომ ახლა აქ კობი და ჯიჯი იყვნენ და ეს მომენტი ენახათ“.

შეგახსენებთ, რომ დონჩიჩმა 7-წლიანი ამერიკული კარიერა „დალასში’’ გაატარა, მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატში 22 მატჩში საშუალოდ მის აქტივში 28,1 ქულა, 8,3 მოხსნა და 7,8 პასი იყო. ლუკა „დალასში’’ გადასვლამდე მადრიდის „რეალის'' წევრი იყო (2015-18).

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიდევ ერთი ხმაურიანი გაცვლა | მამუს სან ანტონიომ სუპერვარსკვლავი დაიმატა
კიდევ ერთი ხმაურიანი გაცვლა | მამუს სან ანტონიომ სუპერვარსკვლავი დაიმატა