ბულგარეთი გაანადგურეს | ასათიანის გუნდის მორიგი გამარჯვება
ფუტსალში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდში მესამე მატჩი მოიგო. ავთანდილ ასათიანის მოთამაშეებმა სტუმრად ბულგარეთს ხუთი გოლი გაუტანეს და მხოლოდ 1 გაუშვეს (1:5). ანგარიში ნიკა ხარატიშვილმა გახსნა, გიორგი ღავთაძის აქტივში ჰეთ-თრიკია, ოთარ ბერეჩიკიძემ ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა.
მატჩის გოლები
საქართველოს ნაკრები შემდეგ ტურში კოსოვოს ესტუმრება (11 აპრილი), ბოლო ტურში საფრანგეთს მიიღებს (16 აპრილი).
4 ტურის შემდეგ საქართველოს აქტივში 9 ქულაა, მეორე ადგილზეა. ევროპის ჩემპიონატის საგზურს მეინ რაუნდის ათი ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, რვა საუკეთესო მეორეადგილოსანი საგზურისთვის ბრძოლას ფლეი-ოფში გააგრძელებს.
ფოტო: Nakrebi.ge