რეალი გამოირიცხა - დეივისმა ბაიერნთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
ალფონსო დეივისის საგა დასრულებულია. კანადელი ფეხბურთელი მადრიდის რეალში არ გადავა. მან მიუნხენის ბაიერნთან კონტრაქტი 2030 წლამდე გაახანგრძლივა.
შეგახსენებთ, რომ დეივისს რეკორდმაისტერთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისში ეწურებოდა და სამეფო კლუბს მისი თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაყვანა სურდა.
ასევე დიდი შანსი იყო იმისა, რომ ალფონსო ბლანკოსში გასული წლის ზაფხულში აღმოჩენილიყო, თუმცა ფლორენტინო პერესმა მასში თანხის გადახდა არ ისურვა და კონტრაქტის დასრულებას დაელოდა. საბოლოოდ, დეივისი ბაიერნში რჩება.
შეგახსენებთ, რომ კანადელი უკანახაზელი მიუნხენურ გრანდს 2019 წელს შეუერთდა. 2019 წლიდან დღემდე, დეივისმა ბაიერნის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 2020-ჯერ მოირგო, 12 გოლი გაიტანა და 34 საგოლე გადაცემა შეასრულა.