კლასით სხვებზე მაღლა დგას | დონარუმამ კვარაზე ისაუბრა
პსჟ-ს მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ იუთუბ გადაცემა Viva El Futbol-ში სტუმრობისას ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
დონარუმა: „კვარა შესანიშნავი ბიჭია. ვიდრე პსჟ-ში გადმოვიდოდა, მასთან საუბარი მქონდა და ვუთხარი, რომ თუ რამეში დავჭირდებოდი, ჩემთვის მოეწერა და დავეხმარებოდი.
ნეაპოლურ დიალექტზე დაველაპარაკე და გაოცებულმა მკითხა: „შენ ნეაპოლიტანელი ხარ?’’
კვარას პსჟ-ში ადაპტაცია კარგად მიდის, მას შეუძლია გუნდს ბევრი სარგებელი მოუტანოს. სათამაშო კლასით სხვებზე მაღლაა და ეს ვარჯიშებზეც ნათლად ჩანს.
არ ვიცი, კვარას გამო, ენრიკე შეცვლის თუ არა ტაქტიკას. მე ვფიქრობ ისევ 4-3-3 სქემით ვითამაშებთ, მაგრამ არ ვიცი, ენრიკე რა გადაწყვეტილებას მიიღებს’’.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ ფრანგული გრანდის მაისურით ორი მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე ერთი შედეგიანი გადაცემაა. მისი გუნდი მომდევნო შეხვედრას 5 თებერვალს გამართავს და საფრანგეთის თასზე, „ლე მანს“ დაუპირისპირდება.