2025 წლის ტრანსფერები - ხვიჩა ღირებულებით მესამეა
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა დასასრულს მიუახლოვდა. გუნდები საკმაოდ გაძლიერდნენ და ბევრი ფულიც დაიხარჯა.
2025 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს 10 საკმაოდ ძვირი ტრანსფერი განხორციელდა, რომელთა სიაშიც ხვიჩა კვარაცხელია მე-3 ადგილს იკავებს.
ათეული
1 - ჯონ დურანი(ალ ნასრი) – 77 მილიონი ევრო
2 - ომარ მარმუში(მანჩესტერ სიტი) – 75 მილიონი ევრო
3 - ხვიჩა კვარაცხელია(პსჟ) – 70 მილიონი ევრო
4 - ნიკო გონსალესი(მანჩესტერ სიტი) – 60 მილიონი ევრო
5 - ჩავი სიმონსი(ლაიპციგმა გამოისყიდა) – 50 მილიონი ევრო
6 - გალენო(ალ აჰლი) – 50 მილიონი ევრო
7 - ხუსანოვი(მანჩესტერ სიტი) – 40 მილიონი ევრო
8 - ვიტორ რაიში(მანჩესტერ სიტი) - 37 მილიონი ევრო
9 - ლუის ენრიკე(ზენიტი) – 33 მილიონი ევრო
10 - სანტიაგო ხიმენესი(მილანი) – 32 მილიონი ევრო
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულებას ბონუსების ჩათვლით 5 მილიონი ევრო დაემატება და სრული თანხა 75 მილიონამდე აიწევს.
როგორც ხედავთ, ყველაზე მეტი მანჩესტერ სიტიმ დახარჯა, რომელიც მიმდინარე სეზონში ოპტიმალური ფორმისგან შორს არის და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინში მადრიდის რეალს დაუპირისპირდება, რომელსაც საკადრო პრობლემები აქვს და დაცვის ხაზში არაერთი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს.