საბა სამუშია
Aa
Aa

4 ქართველი ერთ პორტუგალიურ კლუბში | სამუშიას ტრანსფერის უცნობი დეტალები

ქართული ფეხბურთის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ტალანტმა საბა სამუშიამ კარიერა პორტუგალიურ „რიუ ავეს’’ დაუკავშირა, კონტრაქტი 3-წლიანია.

CrystalSport-ის ცნობით, მხარეებს შორის შემდგარი შეთანხმების მიხედვით, რადგან საბა ნოემბრიდან მოყოლებული უთამაშებელი და უვარჯიშებელია, უახლოესი ორი თვე „რიუ ავეს’’ 23-წლამდე გუნდში ივარჯიშებს/ითამაშებს და შემდეგ, მისი წარმატებული თამაშიდან გამომდინარე, პირველ გუნდში დააწინაურებენ.

საბა „რიუ ავეს'' თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, „დინამო'' საბას სანაცვლოდ სატრანსფერო თანხას არ მიიღებს. თბილისურმა კლუბმა საბას კონტრაქტი შესთავაზა, თუმცა ფეხბურთელს უცხოეთში თამაში სურდა. ასევე გეტყვით, რომ მის მიმართ ინტერესი ბევრ ევროპულ კლუბს ჰქონდა, თუმცა რეალური წინადადება „რიუ ავესგან'' მიიღო.

„რიუ ავეს’’ მფლობელი ევანგელოს მარინაკისია, რომელიც ამავდროულად პირეოსის „ოლიმპიაკოსსა’’ და „ნოტინგემს’’ ფლობს.

ტრანსფერი იტალიელმა მენეჯერმა ფრანჩესკო დ'არჯენიომ განახორციელა, რომელიც ძირითადად ესპანურ ბაზარზე მუშაობს, სააგენტო PRO EVOLUTION PLAYERS S.L-ის აღმასრულებელი დირექტორია.

სამუშიას „რიუ ავეში’’ სამი ქართველი ფეხბურთელი დახვდა: მათე საური (18 წლის), გიორგი ქარსელაძე (19 წლის) და გიორგი გოგია (19 წლის). საბა მათესთან ერთად იცხოვრებს, „დინამოს'' აკადემიაში თანაგუნდელები იყვნენ. ოთხივე ფეხბურთელი 23-წლამდე გუნდის წევრია.

2023 წლის აგვისტოში 16 წლის საბა, თემურ ქეცბაიას დახმარებით, „ანორთოსისს'' შეუერთდა, თუმცა ასაკის გამო ოფიციალური მატჩებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა. ამიტომ, „დინამოში'' დაბრუნება მოუწია. გასული წლის 7 ნოემბერს 18 წლის გახდა და ეს პრობლემა მოხსნილია. მოგეხსენებათ, არაევროკავშირელისთვის 18-წლამდე ევროპაში თამაში დიდი პრობლემაა და საბას კვიპროსული კარიერაც ამის დასტური იყო.

საბა მარცხენა გარემარბია, თუმცა მარჯვენა ფლანგსა და მეორე ფორვარდადაც თამაშობს.

ზუგდიდშია დაბადებული, 13-წლამდე ზუგდიდის „ბაიაში'' ვარჯიშობდა, 15-წლამდე -  სფფ-ის ზუგდიდის აკადემიაში, 16-წლამდე - სფფ-ის რუსთავის აკადემიაში, შემდეგ 10 თვით თბილისის „დინამოს'' აკადემიაში გადავიდა, რასაც 9 თვით „ანორთოსისში'' ყოფნა მოჰყვა. გასულ წელს საბა „დინამოში'' დაბრუნდა და სეზონი თბილისურ გუნდში დაასრულა.

Transfermarkt-ის მონაცემებით, საბას სატრანსფერო თანხა 150 000 ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თავმდაბალი ბიჭი მოედანზე თავხედი ხდება | უცნობი ამბები ოდიშარიაზე
თავმდაბალი ბიჭი მოედანზე თავხედი ხდება | უცნობი ამბები ოდიშარიაზე