ანჩელოტი: “ახლა რთული და საგანგებო სიტუაციაა“
კოპა დელ რეის ¼ ფინალში მადრიდის რეალი ლეგანესს დაუპირისპირდება. მატჩის წინ, კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
რა თქვა ანჩელოტიმ?
„სამწუხაროდ ორმა მნიშვნელოვანმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო. ალაბა ხვალ ძირითად შემადგენლობაში სათამაშოდ მზად იყო. ის და რუდიგერი 20 დღის შემდეგ დაბრუნდებიან. მათი ტრავმები გათვალისწინებული არ იყო. რთული და საგანგებო სიტუაციაა. ვათამაშებ თუ არა ვალვერდეს ცენტრალურ მცველად? არა. ჩვენ მხოლოდ 3 ვარიანტი გვაქვს. ჩუამენი, ასენსიო და ჯაკომო.
ბელინგემი და მბაპე თავს კომფორტულად ვერ გრძნობენ და ლეგანესთან დაისვენებენ. ვინისიუსი მზად არის და აუცილებლად ითამაშებს. რუდიგერის დანაკლისის შევსება შეუძლებელია. საგანგებო მომენტში ვართ. ახლა ასენსიოსთვის და ჯაკომოსთვის გარდამტეხი მომენტია.”
შეგახსენებთ, რომ რუდიგერმა დაზიანება ესპანიოლის წინააღმდეგ მიიღო, ალაბამ კი ვარჯიშზე. მადრიდის რეალს წინ ურთულესი პერიოდი ელის. ლეგანესთან მატჩის შემდეგ, სამეფო კლუბი ჯერ ატლეტიკოს, ხოლო შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე მანჩესტერ სიტის ორჯერ დაუპირისპირდება.