კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

დუბლინელმა მოკრივემ რწმენა შეიცვალა | რა უწოდა მას კონორ მაკგრეგორმა

დუბლინში დაბადებულმა ირლანდიელმა მოკრივემ, ჯონო კეროლმა რწმენა შეიცვალა და მუსლიმი გახდა. კეროლმა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე განაცხადა და კონორ მაკგრეგორისგან შეურაცხმყოფელი ფრაზა მიიღო.

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა კეროლის პოსტზე კომენტარი დატოვა და მას „ხალიჩის მლოკავი“ უწოდა. მაკრეგორის სიტყვებს დიდი კრიტიკა მოჰყვა და სოციალური ქსელის მომხმარებლებმა მას კატეგორიულად მოუწოდეს, ბოდიში მოიხადოს. მაკგრეგორის ფრაზას კეროლიც გამოეხმაურა და „ინსტაგრამზე“ პოსტი გამოაქვეყნა.

„წარმოიდგინე, რომ შენი ბავშვობის კერპი, კონორ მაკგრეგორი ხალიჩის მლოკავს გიწოდებს, რადგან თავს ბოლომდე ხრი და ღმერთს ველაპარაკები. ისლამის უპატივცემულობას თავი რომ დავანებოთ, ამ ბიჭს საკუთარი თავის უნდა რცხვენოდეს. ისლამმა უკეთეს ადამიანად მაქცია. იმედია, მაკგრეგორი ოდესმე ჩემნაირ სიმშვიდეს იპოვის. მე უკვე გაპატიე და შენთვის და შენი ოჯახისთვის ვლოცულობ“.

შეგახსენებთ, რომ ბოლო საათებში, მაკგრეგორი კიდევ ერთ სკანდალში გაეხვია. ახლახან, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ კონორი ფანს სახეში აფურთხებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დოლიძის მეტოქე ერთი პოზიციით დაქვეითდა | შარა ბულეტი რეიტინგიდან ამოვარდა
დოლიძის მეტოქე ერთი პოზიციით დაქვეითდა | შარა ბულეტი რეიტინგიდან ამოვარდა