მანჩესტერ იუნაიტედი, რუბენ ამორიმი
Aa
Aa

ზაფხულში ტრანსფერს ვერ გააკეთებენ? - მანჩესტერი დიდი პრობლემის წინაშე

მანჩესტერ იუნაიტედი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მნიშვნელოვან პრობლემებს წააწყდება. არ არის გამორიცხული, რომ რუბენ ამორიმის გუნდმა ტრანსფერი ვერ განახორციელოს. ამის მიზეზი ფინანსური ფეარ პლეია.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, იუნაიტედს მხოლოდ 25.1 მილიონი ფუნტის დახარჯვა შეეძლო და ამ თანხით პატრიკ ტორგუ შეიძინა.

იმისთვის, რომ წითელმა ეშმაკებმა ზაფხულში ტრანსფერების გაკეთება შეძლონ რამდენიმე ფეხბურთელი უნდა გაყიდონ, თუმცა აქაც შეზღუდული რაოდენობაა.

მნიშვნელოვან განსხვავებას შექმნის მარკუს რაშფორდის ასტონ ვილაში გაყიდვა, რადგან ის აკადემიის აღზრდილია და მისი გაყიდვა 100%-იან მოგებას ნიშნავს. არის შანსი, რომ ანტონიც ბეტისში გაიყიდოს, თუმცა ეს მხოლოდ თეორიაა და ყველაფერი ზაფხულში გაირკვევა.

ამ მომენტისთვის, ასტონ ვილა რაშფორდის საიჯარო ხელშეკრულების გათვალისწინებით ხელფასის 75 %-ს იხდის, ხოლო ბეტისი 84%-ს.

The Telegraph-ის ინფორმაციით, რაშფორდის და ანტონის გაყიდვა საკმარისი არ იქნება. იუნაიტედმა ტრანსფერებიდან დამატებით 150 მილიონი ევრო უნდა გამოიმუშაოს. წყაროს ცნობით, გუნდიდან გაშვების იდეალური კანდიდატები მაინო და გარნაჩო არიან. ჯამში ამ ორ ფეხბურთელში მანჩესტერი 150 მილიონ ევროს დიდი ალბათობით მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში წითელი ეშმაკები საშინელ ფორმაში არიან. ამორიმის გუნდი პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 29 ქულით მე-13 ადგილს იკავებს. 8 მოგება, 5 ფრე და 11 წაგება - ასეთია იუნაიტედის შედეგი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თორნიკე კვარაცხელია კარიერას თბილისის დინამოში გააგრძელებს
თორნიკე კვარაცხელია კარიერას თბილისის დინამოში გააგრძელებს