AS: რომას ანჩელოტის გადაბირება უნდა
„რომას“ კარლო ანჩელოტის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა უნდა. ამის შესახებ AS-ი იუწყება.
იტალიურ კლუბს მიმდინარე სეზონში სამი მწვრთნელი ხელმძღვანელობდა - დანიელე დე როსი, ივან იურიჩი და კლაუდიო რანიერი. ეს უკანასკნელი პოსტს ზაფხულში დატოვებს. .
გამოცემის ინფორმაციით, „რომას“ სურს, რომ მათი პროექტს ახალი სიცოცხლე ცნობილმა სპეციალისტმა შესძინოს. „ჯალოროსიმ“ არჩევანი „პაპა კარლოზე“ გააკეთა, რომელიც ამჟამად მადრიდის „რეალს“ ხელმძღვანელობს.
AS-ი წერს, რომ კლუბის ხელმძღვანელები 65 წლის ანჩელოტის დარწმუნებას, პირადად ცდილობენ.
თავად იტალიელ სპეციალისტს „რეალში“ მუშაობა რაც შეიძლება დიდხანს სურს და არ გამორიცხავს, რომ კლუბის დატოვების შემდეგ, სამწვრთნელო კარიერას დაასრულებს.
შეგახსენებთ, რომ „რომა“ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 31 ქულით, მე-9 ადგილს იკავებს.