დავიდ ალაბა
Aa
Aa

ისევ ტრავმა - ალაბა 2-3 კვირას გამოტოვებს

დავიდ ალაბამ კვლავ ტრავმა მიიღო. როგორც მადრიდის „რეალი“ იუწყება, ავსტრალიელმა მცველმა ბარძაყის კუნთები დაიზიანა.

ჟურნალისტ ხოსე ლუის სანჩესის ცნობით, 32 წლის ფეხბურთელი 2-3 კვირას გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ ალაბა მოედანს მხოლოდ იანვარში დაუბრუნდა - მუხლის ჯვარედინის მყესების ტრავმის გამო, მას 2023 წლის 18 დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია.

დავიდი „რეალში“ 2021 წლიდან ასპარეზობს და მას შემდეგ როგორც ლა ლიგა, ასევე ჩემპიონთა ლიგა ორჯერ, ესპანეთის სამეფო თასი, ესპანეთის სუპერ თასი, ევროპის სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი კი თითოჯერ მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სწრაფია და განსხვავებას ორივე ფლანგზე ქმნის“ | ლიზარაზუმ კვარა შეაქო
„სწრაფია და განსხვავებას ორივე ფლანგზე ქმნის“ | ლიზარაზუმ კვარა შეაქო