კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

„მყავდნენ მწვრთნელები, რომლებმაც ფეხბურთზე არაფერი იცოდნენ“ | რონალდუს კომენტარი

კრიშტიანუ რონალდუმ La Sexta-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და ბევრ თემაზე ილაპარაკა. პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს იდეალური მთავარი მწვრთნელისთვის საჭირო თვისებების დასახელება სთხოვეს და რონალდუმ საინტერესო განცხადება გააკეთა.

„იდეალური მთავარი მწვრთნელი ყოფილი ფეხბურთელი უნდა იყოს. თუ გასახდელში არასდროს ყოფილა, წარმატების მიღწევა რთული იქნება, შეუძლებელიც კი. ისტორიას რომ გადახედოთ, ნახავთ, რომ ყველა დროის საუკეთესო 50 თავკაციდან, 48 ყოფილი ფეხბურთელი გახლავთ.

საყვარელი მთავარი მწვრთნელი არ მყავს. ყველასგან რაღაც ვისწავლე. კარიერაში ძალიან ცუდი მთავარი მწვრთნელებიც მყოლიან, რომლებმაც ფეხბურთზე საერთოდ არაფერი იცოდნენ“.

ცნობისთვის, რონალდუს სერ ალექს ფერგიუსონთან, მანუელ პელეგრინისთან, ჟოზე მოურინიოსთან, კარლო ანჩელოტისთან, ზინედინ ზიდანთან, რაფა ბენიტესთან, მასიმილიანო ალეგრისთან, მაურიციო სარისთან, ანდრეა პირლოსთან, რალფ რანგნიკთან, ოლე გუნარ სულშერთან, რუდი გარსიასთან, ერიკ ტენ ჰაგთან, სტეფანო პიოლისთან და სხვებთან უმუშავია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უმარს არასწორი არაფერი გაუკეთებია“ | UFC-ის რუსი მებრძოლი მერაბის გამარჯვებაზე
„უმარს არასწორი არაფერი გაუკეთებია“ | UFC-ის რუსი მებრძოლი მერაბის გამარჯვებაზე