კრიშტიანუ რონალდუ, ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

რონალდუ: ოქროს ბურთი ვინისიუსს უნდა მოეგო

კრიშტიანუ რონალდუ მიიჩნევს, რომ 2024 წელს „ოქრო ბურთი“ ვინისიუს ჟუნიორმა დაიმსახურა.

პორტუგალიელი ფეხბურთელის თქმით, ის გაკვირვებული დარჩა, როდესაც ეს ასე არ მოხდა.

„ვფიქრობ, ვინისიუსისთვის უნდა გადაეცათ. მან მოიგო ჩემპიონთა ლიგა და აჩვენა განსხვავება. ძალიან გამიცრუვდა იმედი, რადგან ვინისიუსმა ეს ჯილდო დაიმსახურა. იგივე გრძნობა ორჯერ გამოვცადე - ეს გაიძულებს, რომ თავი უძლურად იგრძნო, მაგრამ მერე მივხვდი: შენ არ ჩაერთვები ისეთ ბრძოლაში, სადაც არ გაიმარჯვებ“, - თქვა რონალდუმ Marca-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ რომ, რომ 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელად „მანჩესტერ სიტისა“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი, როდრი დასახელდა.

ცერემონიამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეს ჯილდო „რეალის“ ვინგერისთვის, ვინისიუს ჟუნიორისთვის უნდა გადაეცათ, თუმცა საბოლოოდ, „ოქროს ბურთის“ მფლობელი როდრი გახდა.

ცნობისთვის, როდრიმ ვინისიუსს 41 ქულით აჯობა. ესპანელმა 1170 ხმა მიიღო, ხოლო ბრაზილიელმა 1129.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლისანდრო მარტინესი ტრავმის გამო დარჩენილ სეზონს გამოტოვებს
ლისანდრო მარტინესი ტრავმის გამო დარჩენილ სეზონს გამოტოვებს