რომან დოლიძე, მარვინ ვეტორი, შარაბუტდინ მაგომედოვი
Aa
Aa

დოლიძის მეტოქე ერთი პოზიციით დაქვეითდა | შარა ბულეტი რეიტინგიდან ამოვარდა

საუდის არაბეთში გამართული UFC Fight Night-ის შემდეგ, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საბრძოლო ორგანიზაციის წონითი დივიზიონების რეიტინგები განახლდა, თუმცა ქართველ მებრძოლებს ცვლილებები არ შეხებია.

საშუალო წონაში 3 პოზიციით გაიუმჯობესა რეიტინგი ნასურდინ იმავოვმა, რომელმაც UFC Fight Night-ზე ექსჩემპიონი ისრაელ ადესანია დაანოკაუტა. იმავოვი ამჟამად საშუალო წონის მეორე ნომერია, მესამეზე ისევ ხამზატ ჩიმაევია, მეოთხეზე ადესანიაა (-2), მეხუთეზე კი რობერტ უიტეკერი ჩამოვიდა (-1).

რეიტინგში ერთი პოზიცია დაკარგა რომან დოლიძის მოწინააღმდეგემ, მარვინ ვეტორიმ, რომელიც მეშვიდე იყო, ახლა კი მერვეზე გადაინაცვლა, მეშვიდეზე კი ჯარედ კანონიერია. ცნობისთვის, დოლიძისა და ვეტორის ჩხუბი 16 მარტს გაიმართება და UFC Fight Night 254-ის მთავარი მოვლენა იქნება.

საშუალო წონის რეიტინგიდან ამოვარდნენ ჯეკ ჰერმანსონი და შარაბუტდინ მაგომედოვი, მე-13 საფეხურზე აღზევდა მიჩელ პერეირა, მე-14 და მე-15 კი რომან კოპილოვს და ბო ნიკალს ერგოთ.

სხვა წონით დივიზიონებში აღსანიშნავია შამილ გაზიევის (მძიმე წონა, +3), იასმინ იასუდავიჩუსის (ქალთა უმსუბუქესი, +3) და აილინ პერესის (ქალთა სუპერმსუბუქი, +4) პროგრესი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვის შეხვდება რომან დოლიძე | კავკასიელი რევანშის აღებას შეეცდება
ვის შეხვდება რომან დოლიძე | კავკასიელი რევანშის აღებას შეეცდება