კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

„სახეში შეგაფურთხე, რამეს იზამ? | კონორ მაკგრეგორის მორიგი სკანდალი

UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, კონორ მაკგრეგორი მორიგ სკანდალში გაეხვია. სოციალურ ქსელში, ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ირლანდიელმა მებრძოლმა უცნობ ადამიანს სახეში შეაფურთხა.

მაკგრეგორი მდიდრულ სავაჭრო ცენტრში გადაადგილდებოდა, როცა ფანისგან ასეთი შეძახილი მოესმა: „მიდი, ხაბიბ!“ კონორი ამაზე გაბრაზდა, ფანთან მივიდა და სახეში შეაფურთხა, შემდეგ კი უთხრა: „სახეში შეგაფურთხე, რას გააკეთებ? სახეში შეგაფურთხე შე სულელო და ვერაფერი ქენი“.

როგორც მოგეხსენებათ, მაკგრეგორი „არწივს“ დიდი ხანია მტრობს და 2018 წლის ოქტომბერში, მის წინააღმდეგ ოქტაგონზეც გავიდა. ნურმაგომედოვმა კონორი მეოთხე რაუნდში მოპოვებული საბმიშენით დაამარცხა და შემდეგ, ოქტაგონიდან გადახტა, რათა ირლანდიელის ანტურაჟს დაპირისპირებოდა.

მაკგრეგორს UFC-ში 2021 წლის შემდეგ არ უჩხუბია. ბოლოს იგი დასტინ პორიეს დაუპირისპირდა და ფეხი მოიტეხა, რის შემდეგაც ბრძოლა გაჩერდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოა“ | დენა უაითის კომენტარი თოფურიაზე
„ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოა“ | დენა უაითის კომენტარი თოფურიაზე