ილია თოფურია
Aa
Aa

თოფურია: გამიმართლა, რომ არაჩვეულებრივი ოჯახი მყავს

UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ Hola-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც პირად ცხოვრებასა და კარიერაზე ილაპარაკა.

„ელ მატადორის“ თქმით, მას არასდროს არ ეპარებოდა ეჭვი, რომ UFC-ში ასეთ მწვერვალებს მიაღწევდა.

ამ მომენტისთვის პატარაობიდანვე ვემზადებოდი და ვიცოდი, რომ დადგებოდა - ეს უბრალოდ დროის ამბავი იყო“, - ამბობს ილია.

რაზე ილაპარაკა თოფურიამ:

მეტსახელზე:

„ელ მატადორი“ სპორტდარბაზში შემარქვეს იმის გამო, თუ როგორ ვასრულებდი ჩხუბს. სიმართლე გითხრათ, თავიდან არც ისე მომწონდა, მაგრამ დროთა განმავლობაში სასიამოვნო მნიშვნელობა მიიღო და მომწონს, როდესაც ხალხი ასე მეძახის“.

წარმომავლობაზე:

ისეთი ვარ, როგორიც ვარ, იმ ფასეულობების წყალობით, რომელიც ოჯახში ჩამინერგეს. ეს ფასეულობები მოიცავს თავდადებას, მონდომება, პატივისცემასა და პატიოსნებას და ეს ყველაფერი ჩემი ყოველდღიურობაა. თუ დავფიქრდები, საკუთარი თავისა და მეტოქის პატივისცემა საუკეთესო გზაა, რომ შენი საუკეთესო მხარე აჩვენო და სწორედ ამას ვცდილობ როგორც პირად ცხოვრებაში, ისე პროფესიაში“.

ოჯახზე:

მადლობა ღმერთს, გამიმართლა, რომ ასეთი არაჩვეულებრივი ოჯახი მყავს - ჩემი ცოლი და შვილები. ისინი ჩემს მშობლებთან, ძმასთან და დებთან ერთად, ასევე ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად, ჩემი ცხოვრების მთავარი საყრდენი არიან“.

შეგახსენებთ, რომ Pound 4 Pound რეიტინგში (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად, UFC-ის საუკეთესო მებრძოლები) „ელ მატადორი“ მეოთხე პოზიციას იკავებს. ილია მხოლოდ მახაჩევს, ჯონსსა და ალექს პერეირას ჩამორჩება, თოფურიას შემდეგ კი, მეხუთე ადგილზე მერაბ დვალიშვილს ვხედავთ.

გეტყვით იმასაც, რომ თოფურიას კარიერაში 16-დან ყველა ბრძოლა მოგებული აქვს და მსაჯების გადაწყვეტილებამდე საქმე მხოლოდ ორჯერ მიიყვანა. ილიამ ბოლო ჩხუბში მაქს ჰოლოუეი დაანოკაუტა, მანამდე კი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დააფინიშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქართველები ძალიან ძლიერები არიან, ილიას შეხედეთ“ | რა თქვა იოელ რომერომ
„ქართველები ძალიან ძლიერები არიან, ილიას შეხედეთ“ | რა თქვა იოელ რომერომ