დინამოდან რიუ ავეში | საბა სამუშია პორტუგალიაში ითამაშებს
თბილისის „დინამოს“ ახალგაზრდა შემტევი საბა სამუშია კარიერას პორტუგალიურ „რიუ ავეში“ გააგრძელებს.
18 წლის სამუშია „დინამოელთა“ აკადემიის აღზრდილია, მას იჯარით ფამაგუსტას „ანორთოსისშიც“ უთამაშია, 2024 წელს კი „დინამოს“ პირველ გუნდში ჰქონდა დებიუტი.
სამუშიას 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელია, Transfermarkt-ი მას 150 000 ევროდ აფასებს.
პორტუგალიურმა კლუბმა სამუშია უკვე დაარეგისტრირა, ქართველი გარემარბი ახალ კლუბში 68-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
აქვე გეტყვით, რომ „რიუ ავეს“ ღირსებას კიდევ ორი ქართველი - მეკარე მათე საური და მცველი გიორგი ქარსელაძე იცავენ.
20 ტურის შემდეგ „რიუ ავე“ 24 ქულით სატურნირო ცხრილის მე-10 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 10 თებერვალს, სტუმრად „არუკას“ წინააღმდეგ გამართავს.