„უმარს არასწორი არაფერი გაუკეთებია“ | UFC-ის რუსი მებრძოლი მერაბის გამარჯვებაზე
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის რუსი მებრძოლი, ვიაჩესლავ ბორშჩევი მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის საჩემპიონო დაპირისპირებას გამოეხმაურა. ბორშჩევის თქმით, უმარს არასწორი არაფერი გაუკეთებია და უბრალოდ, ურთულესი ოპონენტი ჰყავდა.
„მერაბ დვალიშვილთან რა დამოკიდებულებაც არ უნდა მქონდეს, უნდა ვაღიარო, რომ ის ცხოველია და როგორც ამერიკელები ამბობენ, True Dog-ია. მისნაირები ძალიან ცოტანი არიან დარჩენილი და დვალიშვილს დაუჯერებელი გამძლეობა აქვს.
მგონია, რომ უმარს არასწორი არაფერი გაუკეთებია. უბრალოდ არის მომენტები, როცა რთული მოწინააღმდეგე გყავს. შესაძლოა, შეცდომები ჰქონდა, მაგრამ ამის განსჯის უფლება მე ნამდვილად არ მაქვს და მისი გუნდი ყველაფერს გაარკვევს“.
ცნობისთვის, დვალიშვილმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა და სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი პირველად დაიცვა. უმარის დამარცხების შემდეგ, „მანქანა“ UFC-ის Pound 4 Pound რეიტინგში დაწინაურდა და მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა. დვალიშვილზე წინ მხოლოდ ისლამ მახაჩევი, ჯონ ჯონსი, ალექს პერეირა და ილია თოფურია იმყოფებიან.