კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

რონალდუ: ჩემზე უკეთესი არავინ არ მინახავს

კრიშტიანუ რონალდუ თავს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს. ამის შესახებ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა Marca-სთან ინტერვიუში ილაპარაკა.

„მე საუკეთესო ბომბარდირი ვარ“, - თქვა რონალდუმ.

კითხვაზე - არის თუ არა ის ისტორიაში საუკეთესო, რონალდუმ ასე უპასუხა:

„ვფიქრობ, რომ კი. ხალხს მესი ან მარადონა მოსწონს და მე ამას პატივს ვცემ, მაგრამ მე ყველაზე სრულყოფილი ვარ - ჩემზე უკეთესი არავინ არ მინახავს. ამას მთელი გულით ვამბობ. მე კარგად გამომდის თავით თამაში, კარგად ვურტყამ საჯარიმოდან, სწრაფი და ძლიერი ვარ“.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 39 წლის სუპერ ვარსკვლავმა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე დუბლი შეასრულა და კარიერაში 923-ე გოლი გაიტანა.

ამჟამად რონალდუ „ალ-ნასრში“ თამაშობს, სადაც 2022 წელს გადავიდა.Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 12 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფენომენალური ნიჭი აქვს და მისგან სწორედ ამას ველით...“ - ფრანგი ჟურნალისტი ხვიჩაზე
„ფენომენალური ნიჭი აქვს და მისგან სწორედ ამას ველით...“ - ფრანგი ჟურნალისტი ხვიჩაზე