გოგა ბითაძე, სტეფ კარი, ენდრიუ უიგინსი, ფრანც ვაგნერი
Aa
Aa

ბითაძის 6 ქულა და 14 მოხსნა | ორლანდომ ზედიზედ მეოთხე თამაში წააგო

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ზედიზედ მეოთხე თამაში წააგო. „მაიამი ჰიტის“, „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსისა“ და „იუტა ჯაზის“ შემდეგ, „ორლანდო“ „გოლდენ სტეიტ უორიორსს“ დაუპირისპირდა და 99:104 დამარცხდა.

ბითაძემ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 20 წუთი გაატარა. გოგამ აქტივში 6 ქულა, 14 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა ჩაიწერა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 2 ორქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 14-დან 6 მოხსნა კი შეტევაში ჰქონდა.

„ორლანდოს“ რიგებში საუკეთესო კოულ ენტონი იყო - 26 ქულა, 5 მოხსნა. ფრანც ვაგნერმა 21 ქულა მიითვალა, პაოლო ბანკერომ - 18. „გოლდენ სტეიტს“ ენდრიუ უიგინსმა ულიდერა - 25 ქულა. სტეფ კარიმ მატჩი 24 ქულით დაასრულა, მოუზეს მუდიმ კი 17 ქულა გააკეთა.

ცნობისთვის, „ორლანდოს“ 24 მოგება და 27 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე გახლავთ. „მეჯიქი“ მომდევნო შეხვედრას 6 თებერვალს გამართავს და „საკრამენტო კინგსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სიურპრიზი გელოდებათ, კოლბი მსოფლიოს გააოცებს“ - ვოლკანოვსკიმ თოფურიას მეტოქეზე ისაუბრა
„სიურპრიზი გელოდებათ, კოლბი მსოფლიოს გააოცებს“ - ვოლკანოვსკიმ თოფურიას მეტოქეზე ისაუბრა