„ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოა“ | დენა უაითის კომენტარი თოფურიაზე
UFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დენა უაითმა ცნობილ ბრიტანელ ჟურნალისტს, პირს მორგანს ვრცელი ინტერვიუ მისცა. მორგანმა უაითს UFC-ის ყველაზე სახიფათო მებრძოლის დასახელება სთხოვა და დენამ ჯონ ჯონსი გამოარჩია, თუმცა, ილია თოფურიაც არ დავიწყებია.
„ვინ არის ყველაზე სახიფათო მებრძოლი? ჯონ ჯონსი. ჯონსი ყველა დროის საუკეთესო მებრძოლია, თუმცა, უამრავი მაღალი დონის მებრძოლი გვყავს. მათ შორისაა ისლამ მახაჩევი, რომელიც ახლა Pound 4 Pound რეიტინგში პირველ ადგილზეა. სია ძალიან გრძელია. ილია თოფურია ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია, მაქს ჰოლოუეი კი - ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი“.
შეგახსენებთ, რომ Pound 4 Pound რეიტინგში (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად, UFC-ის საუკეთესო მებრძოლები) „ელ მატადორი“ მეოთხე პოზიციას იკავებს. ილია მხოლოდ მახაჩევს, ჯონსსა და ალექს პერეირას ჩამორჩება, თოფურიას შემდეგ კი, მეხუთე ადგილზე მერაბ დვალიშვილს ვხედავთ.
გეტყვით იმასაც, რომ თოფურიას კარიერაში 16-დან ყველა ბრძოლა მოგებული აქვს და მსაჯების გადაწყვეტილებამდე საქმე მხოლოდ ორჯერ მიიყვანა. ილიამ ბოლო ჩხუბში მაქს ჰოლოუეი დაანოკაუტა, მანამდე კი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დააფინიშა.