მემფის გრიზლისი, სანდრო მამუკელაშვილი, სან ანტონიო სპურსი
Aa
Aa

მამუკელაშვილის 9 ქულა | სან ანტონიომ მემფისთან წააგო

NBA-ის მორიგ ტურში სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსი“ „მემფის გრიზლისს“ ესტუმრა და 109:128 დამარცხდა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 3:46 წუთი გაატარა, მისი მონაგარი კი 9 ქულა გახლდათ. მამუკელაშვილმა 2 სამქულიანი, 1 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო.

„სან ანტონიოს“ რიგებში საუკეთესო ვიქტორ ვემბანიამა იყო, რომელმაც 27 ქულით, 10 მოხსნითა და 5 ასისტით ორმაგი დუბლი გაიფორმა. „მემფისიდან“ ყველაზე შედეგიან ჯარენ ჯექსონი იყო (31 ქულა, 6 მოხსნა, 3 ასისტი).

47 მატჩის შემდეგ „სპურსი“ დასავლეთ კონფერენციის მე-12 ადგილზეა (21 მოგება, 26 მარცხი). მომდევნო მატჩს მამუკელაშვილის გუნდი 6 თებერვალს გასვლაზე, „ატლანტა ჰოუქსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ორმაგი დუბლი ვენეციასთან - შენგელიამ ვირტუსს მოაგებინა
ორმაგი დუბლი ვენეციასთან - შენგელიამ ვირტუსს მოაგებინა