ვინ ჩხუბობს ტიტულზე, სისულელეა - სტრიკლენდი ბელალს პალესტინაში დაბრუნებას ურჩევს
დრიკუს დუ პლესისა და შონ სტრიკლენდს შორის მომავალ კვირას გასამართი ბრძოლის წინ, უამრავი საინტერესო და სკანდალური განცხადება ვრცელდება. დუ პლესი შედარებით სიმშვიდეს ინარჩუნებს, სტრიკლენდი კი თავის მოწინააღმდეგეებთან პოლემიკაში შესვლას არ ერიდება და უპასუხოდ პრაქტიკულად არავინ დაუტოვებია.
ასე იყო ამჯერადაც - დუ პლესი-სტრიკლენდის შეხვედრასთან დაკავშირებით, როდესაც ქვესაშუალო წონის მებრძოლს, ბელალ მუჰამადს სთხოვეს პროგნოზის გაკეთება, მან პირდაპირ ასეთი რამ განაცხადა:
„სრული სისულელე ხდება. იმ დროს, როდესაც ხამზატ ჩიმაევი რობერტ უიტეკერს აფინიშებს, ხოლო ნასურდინ იმავოვი ისრაელ ადესანიას ნოკაუტში აგდებს, სატიტულო ბრძოლას მართავს მებრძოლი, რომელიც პაულუ კოსტას 150-ჯერ მაინც ჰყავს ნაცემი.
ამ ყველაფრის შემდეგ, მისი გადატვირთული გრაფიკისა და რამდენიმე დღეში ჩასატარებელი ბრძოლისთვის მზადების მიუხედავად, სოციალურ ქსელში სტრიკლენდი გამოჩნდა და მუჰამადს უპასუხა:
„დავიღალე ბელალზე საუბრით. საიდან არის ის, მაიამიდან? იქნება ჩიკაგოდან? ძალიან დამავალებს თუ ერთხელ და სამუდამოდ გაჩუმდება. საერთოდაც, დაჯდეს გემზე და წავიდეს პალესტინაში, დაიჭირეს ხელში ქვა და რაიმე აკეთოს. უკვე ძალიან მომწყინდა მასთან სოციალურ ქსელში კამათი. როდესაც პირისპირ მხვდება, თავს მორცხვი გოგონასთან დაბლა წევს და ხმას არ იღებს.
შეგახსენებთ, რომ ადესანიასთან გამარჯვების შემდეგ იმავოვმა სატიტულო ორთაბრძოლა მოითხოვა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ შანსის მიცემას მის მსგავსად, ჩიმაევიც იმსახურებს და ეს ყველაფერი საბოლოოდ დენა უაითის გადასაწყვეტია.