ნოა ოკაფორი
Aa
Aa

ოკაფორი ნაპოლიში ითამაშებს | რომანო

„მილანის“ თავდამსხმელი, ნოა ოკაფორი კარიერას „ნაპოლიში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო წერს.

ცნობილი ჟურნალისტისა და ინსაიდერის ცნობით, მხარეებს შორის ფინალური მოლაპარაკებები უახლოეს საათებში გაიმართება და თავად შვეიცარიელმა ნეაპოლში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, იჯარის სანაცვლოდ, „ნაპოლი“ „მილანს“ 2 მილიონ ევროს გადაუხდის. ის „პარტენოპეიში“ ხვიჩა კვარაცხელიას შემცლელად მოიაზრება.

14 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ოკაფორის „ლაიფციგში“ ტრანსფერი ჩაიშალა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ მან სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა.

24 წლის ოკაფორი „მილანს“ 2023 წლის ზაფხულში შეუერთდა, სადაც ის „ზალცბურგიდან“ გადავიდა.

მიმდინარე სეზონზე, ნოამ 1 გოლი გაიტანა და 2 ასისტი მიითვალა. ბოლო 5 მატჩი მან ტრავმის გამო გამოტოვა. ამ დროისთვის Transfermarkt-ზე ოკაფორის ღირებულება 15 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე დავკარგეთ, მაგრამ...“ - ნაპოლის დირექტორმა კვარას შემცვლელზე ისაუბრა
„ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე დავკარგეთ, მაგრამ...“ - ნაპოლის დირექტორმა კვარას შემცვლელზე ისაუბრა