მარკოს ასენსიო
Aa
Aa

ნაწილობრივ კვარას გამო - ასენსიომ პსჟ დატოვა

მარკო ასენსიოს ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერამდეც იშვიათად ეძლეოდა „პარი სენ-ჟერმენის“ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის საშუალება და მას შემდეგ, როდესაც პარიზულმა გრანდმა 23 წლის ქართველი შემტევი ტიპის ნახევარმცველი დაიმატა, 29 წლის ესპანელისთვის ცხადი გახდა, რომ ის ღრმა რეზერვისტად იქცეოდა. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე კი, თამამად შეიძლება ითქვას - მოვლენები მისთვის იდეალურად განვითარდა.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე საათებით ადრე, ასენსიო „სენ-ჟერმენმა“ იჯარის წესით სეზონის ბოლომდე „ასტონ ვილაში“ გაანათხოვრა, სადაც მას თანამემამულე მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი ძირითადის წევრად მოიაზრებს. უნდა აღინიშნოს, რომ იანვარში ბირმინგემელებმა შეტევა სერიოზულად გააძლიერეს, რადგან ესპანელის დამატებამდე, „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ არენდით მარკუს რაშფორდიც აიყვანეს.

მიმდინარე სეზონში პსჟ-ში ასენსიომ ყველა ტურნირზე მხოლოდ 12-ჯერ ითამაშა და 2 გოლთან ერთად, 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. მისი კარიერის საუკეთესო წლები კი „რეალს“ უკავშირდება, რომლის რიგებშიც 3-ჯერ ლა ლიგა და ამდენჯერვე ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იმედი გვაქვს, რომ კუთვნილ თანხას მივიღებთ“ - რუბინში ხვიჩას ტრანსფერზე ისაუბრეს
„იმედი გვაქვს, რომ კუთვნილ თანხას მივიღებთ“ - რუბინში ხვიჩას ტრანსფერზე ისაუბრეს