ლისანდრო მარტინესი
Aa
Aa

ლისანდრო მარტინესი ტრავმის გამო დარჩენილ სეზონს გამოტოვებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა, ლისანდრო მარტინესმა „კრისტალ პალასთან“ მატჩის დროს ტრავა მიიღო, რის გამოც დარჩენილ სეზონს გამოტოვებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის არგენტინელმა წინა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა. მას ოპერაციას მალე ჩაუტარებენ, რეაბილიტაციას  კი 8 თვე დასჭირდება.

მიმდინარე სეზონში ლისანდრომ ყველა ტურნირზე 32 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 2 ასისტი მიითვალა.

მარტინესი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2022 წლიდან თამაშობს, სადაც ის „აიაქსიდან“ გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრავმის სიმძიმე ცნობილია - რუდიგერი მინიმუმ 20 დღით გამოირიცხა
ტრავმის სიმძიმე ცნობილია - რუდიგერი მინიმუმ 20 დღით გამოირიცხა