ითამაშებს თუ არა ხვიჩა საფრანგეთის თასზე - რას წერს ფრანგული მედია
ხვალ, საფრანგეთის თასზე პსჟ სტუმრად „ლე მანს“ დაუპირისპირდება. ფრანგული Le Parisien-ის ინფორმაციით, ლუის ენრიკე გუნდის ძირითად ბირთვს დაასვენებს და შანსს სათადარიგო მოთამაშეებს მისცემს, თუმცა გამოცემა წერს, რომ ესპანელი შემტევი ხვიჩა კვარაცხელიას სასტარტო შემადგენლობაში ათამაშებს.
Le Parisien-ის მტკიცებით, ლუის ენრიკე ხვალინდელ მატჩში ასეთ თერთმეტეულს ათამაშებს - საფონოვი, ზაგე, ბერალდო, ლუკას ერნანდესი, მენდეში, ნევეში, მაიულუ, ფაბიან რუისი, ხვიჩა კვარაცხელია, დუე, გონსალუ რამუში.
„ლე მანისა“ და პსჟ-ის შეხვედრა 5 თებერვალს, თბილისის დროით 00:10 საათიდან დაიწყება.
ცნობისთვის, პსჟ-ში გადასვლის შემდეგ, ქართველმა შემტევმა პარიზული გუნდის მაისურით ორი შეხვედრა ჩაატარა და ორივე მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო. ამასთან, ხვიჩამ პირველივე შეხვედრაში „რეიმსთან“ საგოლე გადაცემა შეასრულა.