სტეფ კარი, ლუკა დონჩიჩი, ლებრონ ჯეიმსი
Aa
Aa

ლებრონს გოლდენს ურჩევენ - ისევ დონჩიჩსა და ლეიკერსზე

ლუკა დონჩიჩისა და ენტონი ედვარდსის გაცვლის შემდეგ, უამრავი აზრი და ინფორმაცია ვრცელდება. აქტიურობენ მედიის წარმომადგენლები, თუმცა განსაკუთრებით საინტერესო ყოფილი კალათბურთელების და კალათბურთის მცოდნე ექსპერტების მოსაზრებებია, რომლებიც ძირითადად NBA-ს მატჩების ტრანსლირების უფლების მქონე ESPN-ში არიან დასაქმებულები. მათ შორისაა სტივენ ეი სმიტი, რომელმაც დონჩიჩის „ლეიკერსში“ მისვლის შემდეგ ლებრონ ჯეიმსს საინტერესო რჩევა მისცა:

„ლებრონის ადგილზე რომ ვიყო, კლუბის ხელმძღვანელებს მოვთხოვდი მოეხსნათ მის ტრეიდზე ვეტო და დავიწყებდი ორიდან ერთ-ერთ გუნდთან მოლაპარაკებების წარმოებას. მე მისთვის ორი ვარიანტი მემეტება - სტეფ კარის „გოლდენ სტეიტი“ და „ნიუ-იორკ ნიქსი“. ეს უკანასკნელი უფრო რთულად მეჩვენება, რადგან „ნიქსმა“ მთელი ძალისხმევა მიკელ ბრიჯესისკენ მიმართა.

ასე რომ ჯეიმსისთვის გაცილებით საინტერესო უნდა იყოს კარიერის უკანასკნელი წლების კარისთან გატარება, რომელიც ყველა დროის საუკეთესო მსროლელია. ახლა რაც შეეხება დონჩიჩის „ლეიკერსში“ მისვლას, პოზიტივთან ერთად, ძალიან ბევრ პრობლემას ვხედავ.

როგორც ლებრონს, ასევე ლუკას გამუდმებით ბურთი სჭირდებათ, რადგან უბურთოდ ორივე ცოტას მოძრაობს. მეორე მხრივ, „უორიორსში“ წასვლის შემთხვევაში, ლებრონი სტეფ კარის გიჟივით სირბილის გამო შესაძლოა დაიბნეს. თუმცა, პირადად ჩემთვის სოცრად ამაღელვებელი იქნება კარი-ჯეიმსის დუეტის ნახვა და ამას დაუმატეთ დრეიმონდ გრინი თავისი ენერგიითა და ემოციებით - საოცარი გუნდი იქნება“.

ცნობისათვის, ლუკა დონჩიჩის ახალი გუნდი „ლეიკერსი“ NBA-ს დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში 28 მოგებითა და 19 წაგებით მე-5 ადგილზეა, „გოლდენ სტეიტი“ კი ამავე კონფერენციაში 24 გამარჯვებითა და ამდენივე მარცხით მე-11 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მენეჯერს აღარ პასუხობს - დონჩიჩის პროტესტი დალასს
მენეჯერს აღარ პასუხობს - დონჩიჩის პროტესტი დალასს