კანელო ალვარესი
Aa
Aa

The Ring: კანელო და ტერენს კროუფორდი ჩხუბზე შეთანხმდნენ

ცნობილი მექსიკელი მოკრივე, 2 წონაში ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი, კანელო ალვარესი და პირველ საშუალო წონაში WBA-ს ტიტულის მფლობელი, ტერენს კროუფორდი ჩხუბზე შეთანხმდნენ.

როგორც The Ring-ი ირწმუნება, ამის შესახებ მალე ოფიციალურად გამოცხადდება.

გავრცელებული ინფორმაციით, მოკრივეები შეთანხმდნენ, რომ ჩხუბი სექტემბერში, ლას-ვეგასში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის სექტემბერში, კანელომ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ამერიკელი ედგარ ბერლანგა დაამარცხა.

რაც შეეხება კროუფორდს, მან გასული წლის აგვისტოში, ისრაელ მადრიმოვზე გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტაისონ ფიურიმ კარიერა დაასრულა
ტაისონ ფიურიმ კარიერა დაასრულა