ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„იმედი გვაქვს, რომ კუთვნილ თანხას მივიღებთ“ - რუბინში ხვიჩას ტრანსფერზე ისაუბრეს

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილ კლუბში, ყაზანის „რუბინში“ ქართველი ფეხბურთელის პსჟ-ში ტრანსფერზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ „ნაპოლისთვის“ გადახდილი თანხიდან კუთვნილ კომპენსაციას რუსული კლუბიც მიიღებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა, ალეკსანდრ აიბატოვმა ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ კლუბს საკომპენსაციო თანხა ჯერჯერობით, არ მიუღია.

რას ამბობს აბიატოვი:

„რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული რეგულაციები. არაფერი შეგვიშლის ხელს იმაში, რომ საკომპენსაციო თანხა მივიღოთ. ჯერჯერობით, თანხა არ გადაუხდიათ, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ მივიღებთ ყველაფერს, რაც რეგლამენტითა და ტრანსფერების რეგულაციების შესაბამისად გვეკუთვნის“.

გავრცელებული ინფორმაციით, პსჟ-ს „ნაპოლიდან“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი 70 მილიონი ევრო დაუჯდა. ასევე იწერება, რომ ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერით, გარკვეულ თანხას ბათუმის „დინამო“ და თბილისის „დინამოც“ მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „რუბინში“ 2019-22 წლებში თამაშობდა და რუსული კლუბი უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ დატოვა.

ქართველმა ფეხბურთელმა პარიზული გუნდის მაისურით უკვე ორი შეხვედრა ჩაატარა და პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მცველებისთვის ეს ჯოჯოხეთია“ - ფრანგი ანალიტიკოსი პსჟ-ს შეტევაზე
„მცველებისთვის ეს ჯოჯოხეთია“ - ფრანგი ანალიტიკოსი პსჟ-ს შეტევაზე