ჟოაუ ფელიქსი მილანში ითამაშებს | რომანო
ჟოაუ ფელიქსი სეზონს „მილანში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში წერს.
ცნობილი ჟურნალისტისა და ინსაიდერის ცნობით, „ჩელსი“ პორტუგალიელი ნახევარმცველის იჯარას, გამოსყიდვის უფლების გარეშე, 5 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ დათანხმდა.
გარდა ამისა, „როსონერიმ“ ფელიქსისთვის ხელფასის გადახდის ვალდებულება აიღო.
შეგახსენებთ, რომ ჟოაუ „ჩელსიში“ გასული წლის აგვისტოში გადავიდა და მას კლუბთან 7-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს. მიმდინარე სეზონში ფელიქსმა 12 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 30 მილიონი ევროა.