„ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე დავკარგეთ, მაგრამ...“ - ნაპოლის დირექტორმა კვარას შემცვლელზე ისაუბრა
„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა, ჯოვანი მანამ „რომასთან“ მატჩის შემდეგ გუნდის სატრანსფერო ბაზარზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კლუბისთვის სატრანსფერო ფანჯარა საკმაოდ რთული იყო.
რას ამბობს ჯოვანი მანა:
„რა თქმა უნდა, ჩვენთვის სატრანსფერო სესია საკმაოდ რთული იყო, რადგან ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის გაყიდვა მოგვიწია. ეს ნამდვილად რთულია, მაგრამ ამ დრომდე ვმუშაობთ, რომ ღირსეული შემცვლელი მოვიყვანოთ. პიეტრო კომუცო? ამ ბიჭით ნამდვილად დაინტერესებულები ვართ და ბაზარზე მასთან დაკავშირებულ პროცესებს თვალს ვადევნებთ. მას ნამდვილად დიდი პერსპექტივა აქვს, მაგრამ არ გვინდა, რომ ჩვენს პრინციპებს გავცდეთ. ჩვენ გუნდის მნიშვნელოვანი წევრი დავკარგეთ, რომლის როლიც ჩვენი მიზნების შესასრულებლად ერთ-ერთი წამყვანი იყო. მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ ეკონომიკური და საღი აზრის ფარგლებში, რომ შესაბამისი შემცვლელი მოვიყვანოთ. სეინტ-მაქსიმინი? მისი ყიდვა რთული საქმეა...“
შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისგან“ 70 მილიონ ევროდ შეიძინა. ქართველმა ფეხბურთელმა პარიზული გუნდის მაისურით უკვე ორი შეხვედრა ჩაატარა და პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა შეასრულა.
პსჟ ხვალ, საფრანგეთის თასზე „ლე მანსს“ ესტუმრება, თბილისის დროით 8 თებერვალს, 00:05 საათზე კი ლიგა 1-ის მორიგ ტურში „მონაკოს“ დაუპირისპირდება.
რაც შეეხება „ნაპოლიში“ ხვიჩას შესაძლო შემცვლელს, იტალიურ მედიაში რამდენიმე ფეხბურთელის შესახებ იწერება, მათ შორის არიან - პიეტრო კომუცო ფიორენტინადან, ალან სეინტ-მაქსიმინი ფენერბაჰჩედან, ბოლოს კი ნოა ოკაფორის შესახებ დაიწერა, რომელიც მილანის ღირსებას იწავს. იტალიის სერია A-ში სატრანსფერო ფანჯარა დღეს იხურება.