ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე, გონსალუ რამუში
Aa
Aa

„მცველებისთვის ეს ჯოჯოხეთია“ - ფრანგი ანალიტიკოსი პსჟ-ს შეტევაზე

ცნობილმა ფრანგმა ჟურნალისტმა, რომან ბედუკმა „ბრესტის“ წინააღმდეგ პსჟ-ს დამაჯერებელ გამარჯვებას სპეციალური სტატია მიუძღვნა და შეტევით ტიოზე ისაუბრა. ბუნებრივია, ბედუკის ყურადღების ცენტრში განსაკუთრებულად ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე და ბრედლი ბარკოლა მოექცნენ.

რა წერია ბედუკის სტატიაში:

„5:2 ბრესტთან, ეს ბრწყინვალე გამარჯვება იყო. გაითვალისწინეთ, რომ ეს ერთადერთი მატჩი იყო, რომელიც ფინისტერში მიმდინარე სეზონში ჩატარდა, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე გუნდებს თამაში გინგამში, უფრო დიდ სტადიონზე მოუწევთ.

ბომბარდირები დემბელე და რამუში იყვნენ... დიახ, 5 გოლი და მხოლოდ 2 ბომბარდირი. ჰეთ-თრიკი დემბელესთვის და დუბლი რამუშისთვის. უსმან დემბელემ ზედიზედ ორ შეხვედრაში შეასრულა ჰეთ-თრიკი და კლუბის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ეს შეძლო. ნუ ვილაპარაკებთ ზლატანზე, მბაპეზე, კავანიზე... არა, ამ რეკორდის დამყარება დემბელემ შეძლო. თუ ერთი თვის წინ მეტყოდით, რომ დემბელე ამას შეძლებდა, დარწმუნებული ვარ, ვერ დავიჯერებდი.

ეს მატჩი მომეწონა, რადგან გვქონდა დამატებითი დასტური იმის, რომ კოლექტივი სწორ ადგილზეა. საინტერესო გადაცემების ნიმუშები გვქონდა და ვგრძნობ, რომ გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მეტოქისთვის საფრთხის შესაქმნელად საუკეთესო მდგომარეობაში იყოს. უნდათ, რომ დასარტყმელად მაქსიმალურად ზუსტი შესაძლებლობა ჰქონდეს.

შაბათის მატჩში პირველი ტაიმი ძალიან მაღალი ხარისხის იყო. მართალია, გუნდმა პირველი ნახევარი მხოლოდ 1:0 მოიგო, მაგრამ შეიძლებოდა, რომ სხვაობა უფრო მაღალიც ყოფილიყო.

სასტარტოში 3 ფენომენი მოგვევლინა - კვარაცხელია, დემბელე და ბარკოლა... ვინ სად თამაშობდა, ამას ვერ გეტყვით, რადგან პოზიციებს გამუდმებით ცვლიდნენ. დამკვირვებლებისთვის ეს რთული ამოსახსნელია, მცველებისთვის კი ჯოჯოხეთი, რადგან ვერავინ გაიგებს, რომელი რა პოზიციიდან შეგიტევს“.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისგან“ 70 მილიონ ევროდ შეიძინა. ქართველმა ფეხბურთელმა პარიზული გუნდის მაისურით უკვე ორი შეხვედრა ჩაატარა და პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა შეასრულა.

პსჟ ხვალ, საფრანგეთის თასზე „ლე მანსს“ ესტუმრება, თბილისის დროით 8 თებერვალს, 00:05 საათზე კი ლიგა 1-ის მორიგ ტურში „მონაკოს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„სწრაფია და განსხვავებას ორივე ფლანგზე ქმნის“ | ლიზარაზუმ კვარა შეაქო
„სწრაფია და განსხვავებას ორივე ფლანგზე ქმნის“ | ლიზარაზუმ კვარა შეაქო