დენა უაითი, შარაბუტდინ მაგომედოვი
Aa
Aa

მისი შანსები არ შემცირებულა - დენა უაითი შარას პირველ მარცხზე

შარა მაგომედოვი რამდენიმე დღის წინ მაიკლ პეიჯთან არბიტრების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა და ეს UFC-ში მისი პირველი წაგება იყო, რის გამოც ბევრი თვლის, რომ დაღესტნელი მებრძოლის პოზიციები საკმარისზე მეტად შესუსტდა. თუმცა, შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დენა უაითმა მოვლენების მსგავსი განვითარება გამორიცხა.

რას ამბობს უაითი

პეიჯი ისეთი ტიპის მებრძოლია, რომლის წინააღმდეგაც სამივე რაუნდის განმავლობაში აქტიური უნდა იყო. თუმცა, გასულ შაბათს უცნაური სიტუაცია შეიქმნა, რადგან თავად მაიკლიც კონტრშეტევებზე ცდილობდა ბრძოლას.

ვფიქრობ, მაიკლმა ბოლო პერიოდში საბრძოლო სტილი შეიცვალა, რის გამოც მისი დამარცხება კიდევ უფრო რთილია. არ მგონია, რომ ამ წაგებამ მაგომედოვის პოზიციები რამენაირად შეარყიოს - არ დაგავიწყდეთ, რომ მას ერთი თვალი აქვს, რაც მის მეტოქეებს საგრძნობლად ეხმარება.

ბოლო ინფორმაციით, შარა მაგომედოვი მომდევნო ბრძოლას ზაფხულში, ან შემოდგომაზე გამართავს. თავად მებრძოლმა აღიარა, რომ პეიჯთან ჩხუბის დღეს თავს ცუდად გრძნობდა და არც ხელები, არც ფეხები სათანადოდ არ ემორჩილებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაიკლ პეიჯთან წააგო | შარა ბულეტის პირველი მარცხი
მაიკლ პეიჯთან წააგო | შარა ბულეტის პირველი მარცხი