ლუის ენრიკე
Aa
Aa

„სატრანსფერო ფანჯრით კმაყოფილი ვარ, კონკურენცია გვაქვს“ | ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენს“ მომდევნო შეხვედრა საფრანგეთის თასზე ელის და „ლე მანს“ დაუპირისპირდება. მატჩის წინ, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

„თასის თამაშებში სიურპრიზები ხდება, რაც ფეხბურთისთვის ფანტასტიკური რამაა. დაბალ დივიზიონებში მოასპარეზე კლუბებს შენი გამოგდება შეუძლიათ და მეტოქეს სათანადოდ უნდა მივუდგეთ. ამ მომენტისთვის, გუნდის სტატისტიკით კმაყოფილი ვარ, თუმცა, პროგრესის ადგილი ყოველთვისაა. ყველა ჩემი ფეხბურთელითა და მთლიანი გუნდით კმაყოფილი ვარ. ზოგიერთი მათგან საოცარ დონეს აჩვენებს, ზოგიერთი - ნორმალურს, რაც საფეხბურთო კლუბში, აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენაა.

რა აზრის ვარ ჩვენს სატრანსფერო ფანჯარაზე? კლუბის სატრანსფერო ფანჯრით კმაყოფილი ვარ. მას შემდეგ, რაც შარშან, გარიგებებზე კლუბის ხელმძღვანელებთან ვილაპარაკე, ყველაფერი კარგად წარიმართა. შესაძლოა, ადგილი ყველასთვის არ მოინახოს, მაგრამ გასულ სეზონთან შედარებით, პრეზიდენტის, კლუბის პერსონალის, სპორტული დირექტორისა და ჩემი ძალისხმევით, შემადგენლობა გავაძლიერეთ. მთავარი კონკურენციის არსებობაა და ვცდილობთ, გუნდში ეს გვქონდეს. ბევრჯერ აღვნიშნე და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გუნდში არსებული ხარისხით ძალიან კმაყოფილი ვარ.

გადაწყვეტილების მიღების პროცესი განაცხადთან დაკავშირებით? ყველაფერი გუნდის საჭიროებაზე, ფეხბურთელის ფორმასა და კალენდარზეა დამოკიდებული. გადაწყვეტილებების მიღება მწვრთნელის მოვალეობაა. არჩევანი მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი პერსპექტივიდან უნდა გააკეთო. ჩემპიონატში მანევრირების უფლება გვაქვს, მაგრამ თასისა და ჩემპიონთა ლიგის თამაშებში ასე არაა, რადგან ერთი შეცდომა და გამოვარდნილი ხარ“.

შეგახსენებთ, რომ „ლე მანისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ დაპირისპირება საფრანგეთის თასის მერვედფინალის ეგიდით გაიმართება და 5 თებერვალს, თბილისის დროით, 00:10-ზე დაიწყება. გეტყვით იმასაც, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას პსჟ-მ „კვარა“ დაიმატა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„სწრაფია და განსხვავებას ორივე ფლანგზე ქმნის“ | ლიზარაზუმ კვარა შეაქო
„სწრაფია და განსხვავებას ორივე ფლანგზე ქმნის“ | ლიზარაზუმ კვარა შეაქო