გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

განაცხადში მოხვდა | ქოჩორაშვილმა ტრავმა მოიშუშა

გიორგი ქოჩორაშვილმა ტრავმა მოიშუშა და „ლევანტეს“ მომდევნო შეხვედრაში დაეხმარება. ქართველ ნახევარმცველს კოჭის ტრავმა აწუხებდა, რომლის გამოც, „დეპორტივოსთან“ ვერ ითამაშა, ახლა კი მოედანზე დასაბრუნებლად მზადაა.

რამდენიმე წუთის წინ, „ლევანტემ“ „რასინგ ფეროლთან“ გასამართი მატჩის განაცხადი გამოაქვეყნა და „ქოჩო“ გამოძახებულ ფეხბურთელთა შორისაა. „ლევანტე“ „რასინგ ფეროლს“ დღეს დაუპირისპირდება და თამაში თბილისის დროით, 23:30-ზე დაიწყება.

ქართველი ფეხბურთელის გუნდი ლა ლიგაში დასაწინაურებლად იბრძვის. 24 ტურის შემდეგ, „ლევანტეს“ 42 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციას იკავებს. ვალენსიელები მეორე ადგილზე მყოფ „ალმერიას“ 2 ქულით ჩამორჩებიან და გამარჯვების შემთხვევაში, 5 საფეხურით დაწინაურდებიან.

ქოჩორაშვილს კარგი სეზონი აქვს. მიმდინარე გათამაშებაში, მან მონაწილეობა 19 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 5 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„სწრაფია და განსხვავებას ორივე ფლანგზე ქმნის“ | ლიზარაზუმ კვარა შეაქო
„სწრაფია და განსხვავებას ორივე ფლანგზე ქმნის“ | ლიზარაზუმ კვარა შეაქო