ვასილიოს გორდეზიანი
Aa
Aa

ორი ქართველი შეტევის ხაზში | გორდეზიანის ახალი კლუბი ცნობილია

თბილისის „დინამოს'' ფორვარდი ვასილიოს გორდეზიანი კარიერას „სარაევოში'' გააგრძელებს. ლორენცო ლაპორეს ინფორმაციით, ბოსნიურ კლუბში იჯარით გადავა, ხელშეკრულებაში გამოსყიდვის უფლება ჩაიდება. „სარაევოს'' გორდეზიანის გამოსყიდვა 250 000 ევროდ შეეძლება.

გორდეზიანს „სარაევოში'' გიორგი გულიაშვილი დახვდება, რომლის მიმართ ინტერესს არაერთი კლუბი იჩენდა, თუმცა სავარაუდოდ მისი ტრანსფერი ზაფხულამდე გადაიდო. ასე რომ „სარაევოში'' ორი ქართველი შემტევი ითამაშებს.

23 წლის გორდეზიანი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია. პაოკ-ის აღზრდილია და გასულ წელს თბილისის დინამოში გადავიდა. კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის 31 დეკემბრამდე აკავშირებს.

2024 წლის სეზონში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 23 მატჩში 6 გოლი გაიტანა, ხოლო კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში „დინამოს'' მეორე გუნდში სამ მატჩში სამი გოლი შეაგდო. ასევე, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში დაეხმარა და დიდი ალბათობით რამაზ სვანაძე ფინალურ ეტაპზე წაიყვანს.

ფოტო: თბილისის „დინამოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ტრანსფერი ჩაიშალა | საბა გოგლიჩიძე რომაში აღარ გადადის
ტრანსფერი ჩაიშალა | საბა გოგლიჩიძე რომაში აღარ გადადის