მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი, იკრამ ალისკეროვი
Aa
Aa

„მერაბმა პირველ ორ რაუნდში ვერაფერი გააკეთა“ | ალისკეროვი დვალიშვილი VS უმარზე

UFC-ის მებრძოლმა, იკრამ ალისკეროვმა მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის საჩემპიონო ორთაბრძოლაზე ისაუბრა. „მანქანამ“ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა, თუმცა, ალისკეროვის აზრით, მას საწყის ორ რაუნდში არაფერი გამოსვლია.

„სპორტსმენმა ჩემპიონობისკენ მიმავალი გზა უნდა გაიაროს. როგორც სპორტში, ისე ცხოვრებაში. როცა ორი ჩხუბი მოვიგე, ამბობდნენ, რომ სატიტულო ორთაბრძოლა უნდა მიმეღო, როცა დავმარცხდი, დაიწყეს ლაპარაკი, თითქოს კარიერა უნდა დამესრულებინა და მწვრთნელი გავმხდარიყავი.

უმარმა მერაბთან ძალიან კარგად იჩხუბა. საწყის ორ რაუნდში, დვალიშვილმა მის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. ამის შემდეგ, ნურმაგომედოვმა ხელი მოიტეხა და დამშვიდდა. მერაბი უბრალოდ იდგა, მაგრამ დვალიშვილმა ნამდვილად გაიმარჯვა“.

ცნობისთვის, ალისკეროვი საშუალო წონითი დივიზიონის მებრძოლია და ბოლო ჩხუბი რობერტ უიტეკერის წინააღმდეგ გამართა. იკრამი ნოკაუტით დამარცხდა და კარიერაში მეორედ წააგო. მის ანგარიშზე 15 გამარჯვებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სწრაფია და განსხვავებას ორივე ფლანგზე ქმნის“ | ლიზარაზუმ კვარა შეაქო
„სწრაფია და განსხვავებას ორივე ფლანგზე ქმნის“ | ლიზარაზუმ კვარა შეაქო