ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„სწრაფია და განსხვავებას ორივე ფლანგზე ქმნის“ | ლიზარაზუმ კვარა შეაქო

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და მსოფლიო ჩემპიონმა, ბიქსანტ ლიზარაზუმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ლიზარაზუმ „პარი სენ-ჟერმენისთვის“ „კვარას“ ტრანსფერის საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება და ქართველი გარემარბი შეაქო.

„იყო თუ არა კვარაცხელიას ტრანსფერი პარი სენ-ჟერმენისთვის აუცილებელი? უარყოფითი პასუხის გაცემა მინდა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვიტყვი, რომ კი, აუცილებელი იყო, რადგან ხვიჩა ძალიან სწრაფი ფეხბურთელი და შესანიშნავი დრიბლიორია. ბრწყინვალე მეპასეა და შეუძლია, განსხვავება ორივე ფლანგზე შექმნას.

სჭირდებოდა პსჟ-ს ასეთი ფეხბურთელი? დემბელე, ბარკოლა და დუე გვყავს. მათ გარდა, მენდეშისა და ჰაკიმის სახით, გუნდში შემტევი განაპირა მცველებიც ირიცხებიან და პარი სენ-ჟერმენს ფეთქებადობა ნამდვილად არ აკლია, მაგრამ კვარაცხელია მომწონს და ის ლუის ენრიკეს სათამაშო სისტემაში ძალიან კარგად ჯდება“.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ ფრანგული გრანდის მაისურით ორი მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე ერთი შედეგიანი გადაცემაა. მისი გუნდი მომდევნო შეხვედრას 5 თებერვალს გამართავს და საფრანგეთის თასზე, „ლე მანს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მარცხი მარსელთან - ფონსეკამ მიქაუტაძე მე-80 წუთიდან ათამაშა
მარცხი მარსელთან - ფონსეკამ მიქაუტაძე მე-80 წუთიდან ათამაშა