საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

ტრანსფერი ჩაიშალა | საბა გოგლიჩიძე რომაში აღარ გადადის

„ემპოლის“ ქართველი ფეხბურთელი, საბა გოგლიჩიძე „რომაში“ გადასვლასთან ერთ ნაბიჯში იყო. იტალიურ პრესაში იწერებოდა, რომ მხარეებს შორის ყველა დეტალი შეთანხმებული იყო და ტრანსფერი უახლოეს საათებში გაოფიციალურდებოდა, მაგრამ ვითარება შეიცვალა.

ცნობილი ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას მიხედვით, გოგლიჩიძის ტრანსფერი ჩაიშალა. „ჯალოროსიმ“ ბოლო მომენტში გადაწყვეტილება შეცვალა და არჩევანი შედარებით იაფ ვარიანტზე გააკეთა. დედაქალაქური კლუბი ვიქტორ ნელსონს იფორმებს და მოლაპარაკებები უკვე დასკვნით ეტაპზეა.

სკირას ინფორმაცია ფაბრიციო რომანომაც დაადასტურა. ავტორიტეტული სატრანსფერო ექსპერტის მიხედვით, „რომა“ ნელსონზე მას შემდეგ გადაერთო, რაც „ემპოლისთან“, გოგლიჩიძის ტრანსფერი ჩაიშალა.

შეგახსენებთ, რომ გოგლიჩიძეს „ემპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 8 მილიონი ევროა. საბას მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 20 შეხვედრაში აქვს მიღებული.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მარცხი მარსელთან - ფონსეკამ მიქაუტაძე მე-80 წუთიდან ათამაშა
მარცხი მარსელთან - ფონსეკამ მიქაუტაძე მე-80 წუთიდან ათამაშა