სანდრო მამუკელაშვილი, დეაარონ ფოქსი, ვიქტორ ვემბანიამა
Aa
Aa

კიდევ ერთი ხმაურიანი გაცვლა | მამუს სან ანტონიომ სუპერვარსკვლავი დაიმატა

NBA-ში კიდევ ერთი ხმაურიანი გაცვლა განხორციელდა, რომელშიც სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსიც“ გახლდათ. ჩართული. ტექსასელებმა სუპერვარსკვლავი დაიმატეს და „საკრამენტო კინგსი“ დე’აარონ ფოქსის გაშვებაზე დაიყოლიეს.

ტრეიდში სამმა კლუბმა მიიღო მონაწილეობა - „სპურსმა“, „კინგსმა და „ჩიკაგო ბულსმა“. ფოქსის გარდა, „სან ანტონიოში“ ჯორდან მაკლოგლინი გადავიდა. „საკრამენტომ“ ზაკ ლავინი (ჩიკაგოდან), სიდი სისოკო, 2025, 2027 და 2031 წლების დრაფტის პირველი რაუნდის და 2025, 2028 (ორი) წლების დრაფტის მეორე რაუნდის პიკები მიიღო, „ჩიკაგოს“ კი ზაკ კოლინსმა, ტრე ჯონსმა და კევინ უერტერმა მიაშურეს.

ფოქსი 27 წლის გამამაშებელია, რომელსაც 2023 წლის ყველა ვარსკვლავის მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. გასულ სეზონში, ის ბრწყინვალე იყო და საშუალოდ 26.6 ქულას, 4.6 მოხსნას, 5.6 შედეგიან გადაცემასა და 2 ჩაჭრას აგროვებდა, პარკეტზე კი საშუალოდ 35.9 წუთს ატარებდა. მიმდინარე სეზონში, ფოქსის საშუალო 25 ქულა, 5 მოხსნა, 6.1 შედეგიანი გადაცემა და 1.5 ჩაჭრაა. მისი და ვიქტორ ვემბანიამას დუეტი NBA-ში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება და „სპურსის“ საპლეიოფო შანსებს ერთიორად გაზრდის.

ამ მომენტისთვის, „სან ანტონიოს“ 21 მოგება და 25 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-12 გახლავთ. პლეი ინში მოსახვედრად, მინიმუმ მე-10 ადგილზე გასვლაა საჭირო, რომელსაც 24 მოგებითა და ამდენივე წაგებით „საკრამენტო“ იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ორმაგი დუბლი ვენეციასთან - შენგელიამ ვირტუსს მოაგებინა
ორმაგი დუბლი ვენეციასთან - შენგელიამ ვირტუსს მოაგებინა