გიორგი მიქაუტაძე, პაულო ფონსეკა
Aa
Aa

მარცხი მარსელთან - ფონსეკამ მიქაუტაძე მე-80 წუთიდან ათამაშა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-20 ტურის ცენტრალურ მატჩში, გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ სტუმრად „მარსელს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დამარცხდა.

ეს მატჩი „ლიონის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე სადებიუტო იყო პაულო ფონსეკასთვის, თუმცა, პორტუგალიელი სპეციალისტისთვის დებიუტი წარუმატებელი აღმოჩნდა. იმის მიუხედავად, რომ მისი გუნდი მეორე ტაიმის სტარტზე 1:0 იგებდა, „ლიონმა“ უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა და საბოლოოდ 3:2 დამარცხდა.

რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს, პაულო ფონსეკამ ქართველი შემტევი სასტარტო შემადგენლობაში არ დააყენა და თამაშში მე-80 წუთიდან, ალექსანდრ ლაკაზეტის ნაცვლად ჩართო, როდესაც ანგარიში 2:2 იყო. სამწუხაროდ, დარჩენილ დროში მიქაუტაძემ ვერაფრის გაკეთება მოასწრო.

ანგარიში 53-ე წუთზე „ლიონმა“ ტოლისოს გოლით გახსნა. გოლიდან მალევე, „მარსელმა“ ორი გოლის გატანა და დაწინაურება შეძლო. წონასწორობა 61-ე წუთზე მეისონ გრინვუდმა აღადგინა, 64-ე წუთზე კი რაბიომ მასპინძლები დააწინაურა.

72-ე წუთზე ალექსანდრ ლაკაზეტმა პენალტით ანგარიში გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი 85-ე წუთზე ლუის ენრიკემ გაიტანა.

გიორგი მიქაუტაძისთვის ეს მატჩი ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მე-20 იყო. ამ დროის განმავლობაში ქართველმა შემტევმა 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

20 ტურის შემდეგ „ლიონი“ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 30 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფება, „მარსელი“ კი 40 ქულით პირველ ადგილს იკავებს და ლიდერ პსჟ-ს 10 ქულით ჩამორჩება.

გიორგი მიქაუტაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 9 თებერვალს, საკუთარ მოედანზე „რეიმსის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
Le Parisien: "ხვიჩამ თავისი თავი ჯერ ვერ იპოვა“
Le Parisien: "ხვიჩამ თავისი თავი ჯერ ვერ იპოვა“