თორნიკე შენგელია
Aa
Aa

ორმაგი დუბლი ვენეციასთან - შენგელიამ ვირტუსს მოაგებინა

თორნიკე შენგელიამ მიმდინარე სეზონში კიდევ ერთი შედეგიანი შეხვედრა ჩაატარა. იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის XVIII ტურში „ვირტუსმა“ საკუთარ დარბაზში „ვენეცია“ 11-ქულიანი სხვაობით, 85:74 დაამარცხა, საქართველოს ნაკრების კაპიტანი კი დაგროვებული ქულებით თანაგუნდელებს შორის, მოხსნების რაოდენობით კი ორივე გუნდში საუკეთესო იყო.

ბოლონიის კლუბის 33 წლის ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე გატარებულ 30 წუთში 16 ქულასთან ერთად, 10 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა დააგროვა და ორმაგი დუბლის ავტორი გახდა. შენგელიამ ცხრიდან შვიდი ორქულიანი, ორიდან ორი საჯარიმო ჩააგდო, პერიმეტრიდან მისი ერთადერთი ტყორცნა კი არაზუსტი აღმოჩნდა. ათი მოხსნიდან თოკომ სამი თავდასხმაში თამაშისას შეასრულა, ბურთი მხოლოდ ორჯერ დაკარგა და სამი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

13 მოგებითა და 5 წაგებით „ვირტუსი“ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. შენგელია და მისი თანაგუნდელები 5 და 7 თებერვალს, ევროლიგის გათამაშებაში ორ საშინაო მატჩს, შესაბამისად, „პარტიზანთან“ და „პარიზთან“ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
14 ქულა 16 წუთში - შერმადინის შედეგიანი მატჩი
14 ქულა 16 წუთში - შერმადინის შედეგიანი მატჩი