პეპ გუარდიოლა, მიკელ არტეტა
Aa
Aa

6 გოლი და საოცარი მეორე ტაიმი | მანჩესტერ სიტი არსენალთან განადგურდა

ინგლისის პრემიერ ლიგის 24-ე ტურის ცენტრალურ მატჩში „არსენალი“ საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდა და გამანადგურებელი ანგარიშით, 5:1 დაამარცხა.

მიკელ არტეტას გუნდი ფაქტობრივად მთელი თამაშის განმავლობაში დომინირებდა და ესპანელმა სპეციალისტმა თავის მასწავლებელს, პეპ გვარდიოლას აბსოლუტურად ყველა კომპონენტში აჯობა.

„მეთოფეებმა“ ანგარიში მე-2 წუთზე, მარტინ ოდეგორის გოლით გახსნეს. პირველ ნახევარში აღარაფერი შეცვლილა, მეორე ტაიმში კი გულშემატკივარმა 5 გოლი იხილა.

55-ე წუთზე „მანჩესტერ სიტიმ“ ერლინგ ჰოლანდის გოლით წონასწორობა აღადგინა, თუმცა, საპასუხო შეტევაზე „არსენალმა“ კიდევ ერთხელ შეძლო დაწინაურება. თავი ამჯერად ტომას პარტეიმ გამოიჩინა, რომელმაც ორტეგას კარი შორეული დარტყმით აიღო. 5 წუთში, ლიუის-სკელიმ სხვაობა ორამდე გაზარდა, რასაც 76-ე წუთზე კაი ჰავერცის მე-4 გოლი მოჰყვა. საბოლოო ანგარიში კი თამაშის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე ნუანერიმ დააფიქსირა.

24 ტურის შემდეგ „არსენალს“ 50 ქულა აქვს და პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 50 ქულით მე-2 პოზიციაზე იმყოფება, „მანჩესტერ სიტი“ კი 41 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.

მომდევნო ტურში მიკელ არტეტას გუნდი სტუმრად „ლესტერს“ დაუპირისპირდება, პეპის გუნდი კი საკუთარ მოედანზე „ნიუკასლს“ მიიღებს.

მსგავსი სიახლეები